დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა ძველი მოადგილეები და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობიდან გაათავისუფლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/10 17:34:53

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.


მიხეილ ბატიაშვილის თქმით, თანამდებობები დატოვეს: მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და  ლია გიგაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ და  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნისა და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგების მიზნით, იგი არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს, რასაც ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა ესაჭიროება.


მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა შემცირდება და 7-ის ნაცვლად, დარჩება 5. ცვლილებები კი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოება განათლების სისტემის ახალ, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კადრებს გაიცნობს, რომელთა დანიშვნაც შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია