დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით ბაქრაძე:"გვინდა თუ არა ქართველებს, პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას?!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/10 14:05:47

 

გვინდა თუ არა ქართველებს, პრეზიდენტი იყოს ადამიანი, რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას?!

ამ შეკითხვით მიმართავს გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად დააფიქსირა, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

"ოპოზიცია უკვე ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები და ჩვენი ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ, რომ საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი რომელიც აზიანებს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს -ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უმრავლესობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას ეხმაურება

ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად. ამ არჩევანით ქართულმა ოცნებამ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ტერიტორიაზე ომის დაწყებაში. ამ არჩევანით ქართულმა ოცნებამ წაშალა გამყოფი ხაზი რომელიც აქამდე გადიოდა პარტიულ სიმპატიაზე და პარტიულ ინტერესზე. დღეს წყალგამყოფი აღარ არის პარტიული სიმპატია, დღეს წყალგამყოფი არის ქართული სახელმწიფოს ინტერესი.

 

გვინდა თუ არა ქართველებს, პრეზიდენტი იყოს ადამიანი რომელიც ჩვენ საკუთარ სამშობლოს აცხადებს აგრესორად და აბრალებს ომის დაწყებას. ამ გადაწყვეტილებით შეიცვალა პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკური ლანდშაფტი. ამიტომ მინდა მივმართო პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერებს: ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან დიდი პარტიული და პოლიტიკური განსხვავებები, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ ქართველები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და მხოლოდ ამის შემდეგ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის პირველ ადგილას ყოველთვის იდგება საქართველო და არა პარტია და არა ქართული ოცნება და ხელისუფლება.

 

ამიტომ მინდა იმედი მქონდეს რომ თქვენს არჩევანს გააკეთებთ ისე, რომ ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს პრეზიდენტი რომელიც გვაბრალებს აგრესორობას და რომელიც გვაბრალებს რომ ჩვენივე სამშობლოში, ჩვენივე მიწაზე, ჩვენივე ქვეყნის გამთლიანებისთვის საქართველომ დაიწყო ომი და საქართველო არის აგრესორი. მინდა მივმართო სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს ვინც დარეგისტრირებულია ამ არჩევნებში: ქართული ოცნების გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია უბრალოდ ვალდებულია მოიგოს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველოს ყავდეს პრეზიდენტი რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფროებრივ ინტერესებს. ამიტომ მოვუწოდებ ყვლა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება.

 

ჩვენ შორის შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სხვაობა, მაგრამ მთავარი რაც უნდა გვაერთიანებდეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესი და ბოლოს მივმართავ თითოეულ იმ ადამიანს ვისაც დღემდე ეჭვი ეპარებოდა ღირდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა, მონაწილეობა და ვინმესთვის ხმის მიცემა. ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებიო ჩემო თანამოქალაქეებო, ჩემო თანამემამულეებო, ამ არჩევნებზე აღარ წყდება ის თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, ამ არჩევნებზე აღარ წყდება ის თუ რას გპირდებათ რომელიღაც კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი, ამ არჩევნებზე წყდება ის ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ვინ დაიცავს საქართველოს ინტერესს და შევძლებთ თუარა ქართველები არ ავირჩიოთ პრეზიდენტი  რომელიც საკუთარ სამშობლოს აბრალებს ომის დაწყებას და აგრესიას.

 

ამიტომ ამ არჩევნებს დღეს როგორც არასდროს ისე აქვს აზრი, ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა როგორც ამ ქვეყნის პატრიოტებმა. მე მჯერა და მწამს რომ საქართველოში ჩვენი მოსახლეობის  აბსოლუტური უმეტესობისთვის პირველ ადგილზე დგას ქვეყანა და არა პარტიული ინტერესი, ამიტომ მჯერა და მწამს რომ ამ არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს საქართველო.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია