დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
"იმოქმედე კლიმატისთვის" - ქუთაისში აქცია იგეგმება
2018/09/07 21:54:17

 

გლობალური მობილიზაციის დღის „იმოქმედე კლიმატისთვის“ აღნიშვნის მიზნით 200-ზე მეტი მოქალაქე ქუთაისში პოსტერებითა და ტრანსპარანტებით მსვლელობას მოაწყობს. მსვლელობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტთან დასრულდება. პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორები გაავრცელებენ მიმართვას იმ მიზნისთვის, რომ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტი გახდეს და ქალაქებმა 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა დაიწყოს.

 

გლობალური მობილიზაციის დღეს 7-9 სექმეტბრის შუალედში 89 ქვეყანა აღნიშვნავს, მათ შორისაა საქართველო და ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 750 ღონისძიება გაიმართება. გლობალური მობილიზაციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა კლიმატის ცვლილებები გამოცხადდეს პრიორიტეტულ საკითხად ადგილობრივ თვითმმართველობებში და ქვეყნებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა და წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე უარის თქმას.

 

აქციას ორგანიზებას უწევს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” 350.org საქართველოსთან ერთად.

 

"

 

 

კლიმატის ცვლილებები რეალურია და ამას ჩვენ ყოველდღე ვგრძნობთ. RICDOG 10 წელია თანამშრომლობს 350.org -თან და მათთან ერთად უკვე არაერთი გლობალური აქცია ჩავატარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული საფრთხის შესახებ და მაქსიმალურად მობილიზებული, რადგან კლიმატური ცვლილებები შეაჩეროს. შემოგვიერთდით ხვალ მსვლელიბას ვიწყებთ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან 14:00 საათზე" -აცხადებს  კატო მარუქაშვილი, RICDOG გენერალური მდივანი

 


 

ქუთაისის პარალელურად თბილისში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, კავკასიურ სახლთან ერთად მობილიზაციის დღეს ლაშა კონტრიკაძის დოკუმენტური ფილმის “თამაში წყალთან” ჩვენებით აღნიშნავს. შეხვედრაზე საუბარი შედგება იმ სააფრთხეების თაობაზე, რაც საქართველოს წყლის რესურსების არასწორად გამოყენების შემთხვევაში ემუქრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

ყოველწლიურად ჰიდრომელოგები მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტ და მეტ ბუნებრივ კატაკლიზმს აფიქსირებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამინდების მკვეთრი გაუარესება კლიმატის ცვლილებების შედეგია. რაც უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს ხარჯავს კაცობრიობა მით უფრო ცხელდება დედამიწა. თუმცა შანსი შევაჩეროთ კლიმატის ცვლილებები ჯერ კიდევ არსებობს. ამისთვის აუცილებელია უმეტესი წიაღისეული საწვავი მიწაში დარჩეს და აიკრძალოს მისი მოპოვება, გამოყენება და დაფინანსება, აგრეთვე განხორციელდეს სწრაფი გადასვლა 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე, როგორებიცაა: მზე, ქარი, ბიომასა.

სწორედ ამიტომ 7 - 9 სექტემბერს მთელი მსოფლიოს ქალაქების მაცხოვრებლები მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე მასშტაბურ მობილიზაციაში სახელწოდებით “იმოქმედე კლიმატისთვის” (Raise For Climate).

აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში 7 რეგიონში 25 აქცია გაიმართება.

 

 

ინფორმაცია ორგანიზატორის შესახებ:

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგი (RICDOG) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2005 წელს ქუთაისში. დღიდან შექმნისა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგიაქტიურად მუშაობს თაობათა შორის ურთიერთგაგების, ურთიერთთანამშრომლობის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარების პროცესის სწორად წარმართვისათვის. სამეცნიეროინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი”– ძირითადი მიმართულებებია: მეცნიერება, დემოკრატია, ახალგაზრდობა, კულტურათაშორისი დიალოგი, ეკოლოგია.

350.org წარმოადგენს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის მიზანია კლიმატური კრიზისის გადასაწყვეტად ერთიანი მოძრაობის შექმნა. 350 არის მეცნიერთა მიერ დადგენილი რიცხვი რომელიც აღნიშნავს ატმოსფეროში CO2 წილადი მილიონზე არსებობის ზედა ზღვარს. 350 -ეს მხოლოდ ციფრი არ გახლავთ, იგი ასევე სომბოლოო თუ როგორი უნდა იყოს დედამიწა. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" გახლავთ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში და უკვე 10 წელია სხვა პარტნიორებთან ერთად უწევს ქვეყანაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის ფართომასშტაბიანი აქციების ორგანიზებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია