დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების რეფორმა
საჯარო სკოლების დაფინანსება იზრდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/06 21:55:08

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა.


მთავრობის დადგენილებით, გაიზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი, რაც დაკავშირებულია ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურის საათობრივი ბადესთან, რომელიც  2018-2019 სასწავლო წლიდან იცვლება.

 

  კერძოდ, კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი, გასული სასწავლო წლის კვირეულ საათობრივ დატვირთვას  აღემატება. შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი.

 

 ზრდა გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში და ამ მიზნით, ცვლილებები შევა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია