საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე სექსისტურ სტატუსს აქვეყნებს: "ქალს ან გონება უნდა ჰქონდეს, ან სული, ან და... ლოგინში მაინც ვარგოდეს"
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/09/04 22:01:38
ქუთაისის ყოფილი მერი, ყოფილი ნაცი, "ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, რომელიც ახლახანს გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, გია თევდორაძე თავის ფეისბუქგვერდზე ასეთ პოსტს აქვეყნებს:"ისე, რავა ვთქვა და...ქალს ან გონება უნდა ჰქონდეს, ან სული, ან და... ლოგინში მაინც ვარგოდეს" 

ფეისბუქმიმოწერაში ჩანს, რომ თევდორაძე ამ სიტყვებს პოლიტიკურ ოპონენტს, პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უძღვნის...

 

აღნიშნულმა პოსტმა, ბუნებრივია, სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა და თვით პოლიტიკურ მხარდამჭერთა დაპირისპირებაც გამოიწვია. "ევროპული საქართველოს წევრთაგან" ისეთი შინაარსის პოსტიც კი დაიდო, რომ კიდევ კაი, დროზე წავიდა ჩვენგან ასეთი მოაზროვნე კაციო. ახლობლებმა ცოტა გაიკვირვეს, ნეტა გიას ფბ ხომ არ გაუტეხეს, აბა, ამას არ იკადრებდაო, ზოგმა კიდევ უფრო გაამწვავა საქმე - ნეტა, ამან რა იცის, ზურაბიშვილი საწოლში როგორიაო? ზოგმა მის ცოლ-შვილსაც გაკრა კბილი... 

 

ფაქტია, რომ გია თევდორაძემ არამარტო პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი, არამედ, ზოგადად მამაკაცისთვის მიუღებელი საქმე ჩაიდინა და მინიმუმ, ბოდიში უნდა მოიხადოს.

 

თუმცა, მოიხდის თუ არა ბოდიშს, ეს უკვე მისი კაცობისა და პოლიტიკური კულტურის ლუსტრაციის შემადგენელი ნაწილი იქნება!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია