დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
EU4Youth (ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის): საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეების დასაქმების ხელშესაწყობად ევროკავშირი ახალ პროექტებს იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/04 12:54:47
 
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნის შემდეგ EU4Youth (ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის) პროგრამის ოფიციალური გახსნა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა 2017 წლის ნოემბერში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეთანხმებული ახალი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლის მიზანს რეგიონში ახალგაზრდებისა და განათლების მხარდაჭერის გაძლიერება წარმოადგენს.


ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გახსნიან.


ოფიციალური მიმართვების შემდეგ EU4Youth-ის ფარგლებში მიმდინარე სამი პროექტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ ისაუბრონ იმ ძალისხმევის შესახებ, რომელსაც ისინი საქართველოს ახალგაზრდობის დასაქმებადობის ხელშესაწყობად ახორციელებენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები EU4Youth-ის მნიშვნელობაზე საკუთარი გადმოსახედიდან ისაუბრებენ.


წინა ისტორია
ბრიუსელში 2017 წლის ნოემბერში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 ძირითადი შედეგი 2020 წლისთვის“ იქნა დამტკიცებული, ეს პროგრამა მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად თანამშრომლობაზეა მიმართული. სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულ მთავარ შედეგებს შორისაა „ახალგაზრდობისა და განათლების პაკეტი“.


„ახალგაზრდობის პაკეტის“ ძირითად ნაწილს EU4Youth პროგრამა წარმოადგენს (ამჟამად ამ პროგრამისთვის 57 მილიონი ლარია გამოყოფილი - მიმდინარეობს პროგრამის მეორე ეტაპის მომზადება, რომლისთვისაც დამატებით 28 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი). პროგრამის მიზანს ახალგაზრდების დასაქმებადობის და საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის გაზრდა წარმოადგენს, რაც მათი უნარების განვითარებით და მათთვის მომავალ ლიდერებად და მეწარმეებად ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევით უნდა მოხდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია