საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სახსრებისა და ძვლების გასაჯანსაღებლად საუკეთესო ნაყენი სახლშიც შეგიძლიათ, მოიმზადოთ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/31 13:44:00

ნაყენი სახსრებისა და ძვლების გასაჯანსაღებლად

 

თქვენ დაგჭირდებათ 4 ინგრედიენტი:

  • 7 კვერცხი
  • 10 ლიმონი
  • 50-70 მლ კონიაკი
  • 1,5 ს.კ. თაფლი

 

 

 

ინსტრუქცია:

1. სასურველია რეცეპტისთვის სოფლის ნატურალური კვერცხის გამოყენება, რომელსლაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი ნაჭუჭი. კარგად გარეცხეთ შვიდივე კვერცხი, გაამშრალეთ და მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში.

2. გამოწურეთ წვენი 10 საშუალო ზომის ლიმონისგან და ჩაასხით ის ქილაში. შეინახეთ ჭურჭელი მაცივარში იქამდე, სანამ კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად არ გაიხსნება ლიმონის წვენში (ამისათვის დაახლოებით 3 დღეა საჭირო).

3. როდესაც კვერცხის ნაჭუჭისგან მხოლოდ თეთრი გარსი დარჩება, კარგად ათქვიფეთ მასა და გადაწურეთ ის ახალ ჭურჭელში სპეციალური ბადის ან რამდენიე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით.

4. მიღებულ ბლანტ სითხეში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით კონიაკი და ნატურალური თაფლი. კარგად მოურიეთ ხის კოვზის გამოყენებით და ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. შეინახეთ ის მაცივარში.

 

 

ბლანტი სითხე

 

 

მიღების წესი:

ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთვით 1 ს.კ. ნარევი და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. ეს არაჩვეულებრივი გზაა ორგანიზმის კალციუმით მოსამარაგებლად.

 

კვერცხის ნაჭუჭი – კალციუმისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დაახლოებით 30 მინერალის არაჩვეულებრივი წყარო. რაც შეეხება ლიმონს, ის მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია შემაერთებელი ქსოვილების სწორი ფორმირებისთვის.

 

 

მკურნალობის კურსი გააგრძელეთ ნარევის ამოწურვამდე. ერთი სრული კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ რამდენიმე თვით შესვენების გაკეთება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია