დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომელებმა ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის იუბილე იზეიმეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/25 21:45:00

25 აგვისტოს ბორჯომელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და უცხოელმა ვიზიტორებმა ბორჯომ-ქალაქობა ერთად იზეიმეს. სახალხო დღესასწულზე, ჩვენ ვიხილეთ მრავალფეროვანი და ამასთან, კარგად ორგანიზებული ღონისძიებები. წლევანდელი სადღესასწაულო პროგრამა ბორჯომისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის თავს მიეძღვნა. 


"ბორჯომობა 2018"–ის აღნიშვნა კოსტავას სახელობის ბაღიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გვიან საღამომდე მიმდინარეობდა. 


ბაღის ტერიტორიაზე ერთდროულად გაიმართა შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, გარბენში, ტენისში, ჭადრაკსა და ნარდში.


საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება კი ბაღის შუაგულში ხალხური მუსიკის ფონზე გამართულმა ჭიდაობამ მიიპყრო. 


დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვება აბსოლიტურ წონით კატეგორიაში გიორგი მურჯიკნელმა მოიპოვა. 


აღსანიშნავია, რომ ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იყო გათვლილი და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილებდნენ აზერბაიჯანელი პედაგოგების კავშირი საქართველოში. 


სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები მედლებით, თასებითა და სიგელებით მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს, ხოლო ქართულ ჭიდაობაში აბსოლიტურ კატეგორიაში გამარჯვებულ ახალგაზრდა სპორტმენს გიორგი მურჯიკნელს კი თასთან ერთად ქართული ტრადიციების მიხედვით, ჭედილა და 20 ლიტრი ღვინო გადაეცა.


კულტურული ღონისძიებების ნაწილი ცენტრალურ ისტორიული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდიანარეობდა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენით დაიწყო.

 


"ბორჯომობის" ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და სანახაობრივი წარმოდგენა სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის "ექსპერიმენტორიუმის" შოუ გახლდათ.

წამყვანებმა ბავშვები წარმოდგენის გმირებად აქციეს და საკუთარი ხელით ქიმიური ცდების ჩატარების შესაძლებლობაც მისცეს. 

პატარა მეცნიერები ყოველ ახალ ექსპერიმენტში ხალისით ჩაებნენ და დიდი მონდომებით შეასრულეს წამყვანების მითითებები. 
მათ ყველაზე ძნელი ფიზიკისა და ქიმიის კანონები ყველაზე მარტივად თვალსაჩინებებით იხილეს, ამიტომ წარმოდგენა სახალისოსთან ერთად შემეცნებით ხასიათსაც ატარებდა. 
შოუ ბავშვეთან ერთად მათი მშომლებისთვისაც არანაკლებ საინტერესო გამოდგა.

 


ხოლო ცოცხალმა კლასიკურმა მუსიკამ „ბორჯომობის“ დღესასწაულს კიდევ ერთი დამატებითი, საოცარი ელფერი შესძინა. 


ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ტრიომ ზეიმის მონაწილეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნა. ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების მოსმენა ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.


ამ დღეს, ქალაქის ცენტრალურ პარკში კიდევ ერთი ღონისძიება მიმდინარეობდა, მსახიობები რომანოვების ოჯახს განასახიერებდნენ, სურვილის შემთხვევაში სტუმრებს მათთან ფოტოების გადაღება შეეძლოთ.


„ქოლგების ფესტივალიზე“ კი ცენტრალურ ქუჩებში მსახიობები ტამტამებით და ქოლგებით ცეკვავდნენ, ასევე სიმბოლურად მოხდა ბორჯომის ტყის გაცოცხლება. მათ პარკისკენ მიმავალი ქუჩა საოცრად გაახალისეს. 

ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. 


ღონისძიების ფარგლებში ბორჯომის საპატიო მოქალაქეებიც დააჯილდოვდნენ. მათ მინიატურული, მოოქროვილი „ვეფხისტყაოსანი“ და ფულადი ჯილდო – 400 ლარის ოდენობით გადაეცათ. 2018 წლის საპატიო მაქალაქეები გახდნენ მხატვარი, მწერალი, ჭადრაკის პედაგოგი ომაზ ჩხეიძე, პედაგოგი მარიამ მურმანიშვილი და ინჟინერ-მშენებელი ვახტანგ კაპანაძე.

 

 


და გალა კონცერტი ბორჯომში 20:00 საათზე დაიწყო, სადაც შემსრულებლებმა ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, გიორგი ნადიბაიძემ, მარიტა როხვაძემ, დათუნა მგელაძემ, ოთო ნემსაძემ და ანსამბლმა „სულიკომ“ საზოგადოების გულები კიდევ ერთხელ გაათბეს და დაუვიწყარი გახადეს.


ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ. ოფიციალურმა პირებმა ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ღვინის სარდაფიც მოინახულეს. 


- "მნიშვნელოვანი თარიღია,ბორჯომს ასი წელი შესრულდა, რაც ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ულამაზესი ხეობაა, შესაბისად, აქ ტურისტების ნაკადი ოთხივე სეზონზე არ წყდება. ვულოცავ, ყველა ბორჯომელს და ამ ქალაქის სტუმრებს საიუბილეო 100 წელს" - აღნიშნა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.


მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა დღესასწაულის მონაწილეები ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად მიიპატიჟეს. გამოფენას ფოლკლორული ანსამბლი „თილისმას“ შეუდარებელი ჰანგები ალამაზებდა.


ხალხთან ერთად „ბორჯომობა“ იზეიმა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია კოპაძემ. 


ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ქალბარტონი მარინა ხუჯაძე თითოეულ ღონისძიებას უშუალოდ ადევნებდა თვალს და ბორჯომელებს ჩვეული სითბოთი ულოცავდა ამ დღეს. 


თამაზი ღამბარაშვილი, პედაგოგი
: - მინდა, ბორჯომმა კიდევ უფრო მეტი წინსვლა განიცადოს და ბორჯომელებს ყოველთვის გახარებულებს ვხედავდე.

ლინა გოგოლაძე: - ძალიან მომეწონა დღევანდელი ღონისძიებები, რომლებიც ვნახე. მხიარულება და საზეიმო განწყობილება შეგვიქმნა მე და ჩემს მეგობრებს.

 

დღესასწაული, გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დაასრულა. 

 
P.S. საზეიმო ღონისძიებებისთვის წელს 48 200 ლარი დაიხარჯა.

 

იზა იანვარაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია