დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტურისტები აჭარაში ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/23 13:10:46

აჭარაში დასვენებისას ტურისტები ფასდაკლებების ბარათით Batumi Discount Card სარგებლობას შეძლებს.


ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი იმ 40-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს Batumi Discount Card-ით 33%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.

 

ფასდაკლებების ბარათები შეძენა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია  შესაძლებელი.

 

ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card-არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ 10-33%-მდე ფასდაკლებას. გარდა ამისა, ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმ ბარათს 1 ლარით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებს და გზამკვლევებს.

 

ბარათის ფასი 10 ლარია.

 

Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანია ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალიხება დაათვალიერონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტი ბათუმში ყოფნის დროს. ბარათის განახლება  ხდება ყოველწლიურად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია