დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უცხოეთის ამბები
წელიწადში ათობით მილიარდ ცხოველს კლავენ ადამიანების საკვებად - საპროტესტო აქცია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/19 19:12:00

 

დღეს ქალაქ ანტვერპენში მდუმარე აქცია გაიმართა ორგანიზაცია ,,ANONYMOUS for the VOICELESS”-ის მიერ.

 

სამწუხაროდ,  წელიწადში ათობით მილიარდ ცხოველს კლავენ ადამიანებისთვის საკვებად. ისინი ცხოვრობენ თავიანთი სხეულის ზომის გალიებში, სადაც მათ სპეციალურ საჭმელს აჭმევენ, რომ მალე გასუქდნენ და ზოგჯერ ძალითაც ატენიან პირში. ასე აწვალებენ და  ტანჯავენ მთელი ცხოვრება და ბოლოს კლავენ, ზოგ შემთხვევაში წამებითაც კი (ბევრი საზარელი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს ). ეს ნატანჯი ორგანიზმი შემდეგ ხდება ჩვენი სხეულის ნაწილი. ცხოველები ერთი საფეხურით არიან ადამიანებე დაბლა (ევოლოციურ განვითარებაში), სხვა ყველაფერი საერთო აქვთ. მათ ისევე ტკივათ და ისევე უხარიათ, როგორც ადამიანებს. ძაღლიც ცხოველია, კატაც, ძროხაც, ღორიც და ქათამიც. ზოგს ვეფერებით, ზოგს კი სასტიკად ვუსწორდებით და მერე კმაყოფილები ვართ, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ბევრისთვის ეს მიზეზი შეიძლება მთავარი იყოს, ბევრს კი შეიძლება, საერთოდ არ აღელვებს ეს თემა, რადგა მიაჩნია, რომ ცხოველი ადამიანის საჭმელად არის გაჩენილი.

 

აქციის მთავარი მიზანიც  იყო, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, სანამ ცხოველებს გავწირავთ სასიკვდილოდ  და ჩვენი ,,კუჭების ამოსავსებად“. 

     

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სულ უფრო იზრდება ვეგეტარიანელთა რაოდენობა .

 

 რა არის ვეგეტარიანელობა? რატომ ირჩევენ ადამიანები ცხოვრების ამ სტილს და რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?! ეს კითხვებია, რომლებიც აქტუალურია მსოფლიოში.

 

       მიზეზები, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ვეგეტარიანელები, სხვადასხვაგვარია: ზოგი თვლის, რომ ცოცხალი არსებები არ უნდა ნადგურდებოდნენ ჩვენი გამოკვებისთვის, ზოგი ფიქრობს, რომ ცხოველებით კვება მის მორალს შეურაცხყოფს, ზოგის აზრით, მხოლოდ ბოსტნეულის მიღება ჯანმრთელობაა, ზოგიერთი თვლის, რომ ვეგეტარაინული ცხოვრება ნაკლებ ხარჯთან არის დაკავშირებული და ამით ეკონომიას გააკეთებს, მიზეზი შეიძლება რელიგიური მრწამსი იყოს, ფორმაში ჩადგომა ან, უბრალოდ, ის, რომ განსხვავებული ცხოვრების სტილი ,,მოდაშია“.


აღსანიშნავია ისიც, რომ ვეგეტარიანელობა მხოლოდ 21-ე საუკუნის გატაცება არაა და მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყვნენ. ვეგეტარიანელობა გვხვდება რელიგიებში, როგორიცაა: ბუდიზმი, იუდაიზმი, ასევე ქრისტიანულ რელიგიაში მარხვის პერიოდში.


ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება ვეგეტარიანელი - მას შეიძლება ჯანმრთელი ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება დიდხანს ცხოვრება უნდოდეს, შეიძლება გარემოს დაბინძურების შემცირება უნდოდეს, შეიძლება დედამიწის ბიოლოგიური სახის შენარჩუნება უნდოდეს. შეიძლება ცხოველები ეცოდებოდეს ან ყველა ეს მიზეზი ერთად.


ბრიუსელის უნივერსიტეტში ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ვეგეტარიანელების დაავადებების რისკი მცირდება, აგრეთვე მცირდება ჭარბწონიანები, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, მატებს ენერგიას, ორგანიზმს თავიდან აცილებს ტოქსიკურ ნივთიერებებს, ზოგავს ცხოველების სიცოცხლეს...


      ყველა ევოლულიურ განვითარებასთან ერთად ადამიანებმა, ვფიქრობ, უნდა გავათვითცნობიეროთ ჩვენი არაადამიანური დამოკიდებულება და სიბრალულის განცდა მათ მიმართ, რადგან ისინიც ცოცხალი არსებები არიან.

 

მაია ცხომარია

   

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია