დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთს გენერალი გუბერნატორი ჰყავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/20 14:48:46

 
 პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გუბერნატორები წარადგინა. მან იმერეთის გუბერნატორად გენერალი  შავლეგ ტაბატაძე დანიშნა.
 


"ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. ბოლო წლებში იგი ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სამხედრო სწავლებებს. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში და დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს ვანდობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობას",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ შავლეგ ტაბატაძის შესახებ.

 

წარდგენის შემდეგ სალვა ტაბატაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნინა, რომ ის თავის  მთავარ ამოცანად მუნიციპალიტეტებთან და მოსახლეობასთან კომუნიკაციას მიიჩნევს"საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ამისგან ჯერ თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ რეგიონში იქნებიან მოტივირებული კადრები, რომლებიც ზრუნავენ რეგიონის განვითარებაზე. მექნება მათთან შეხვედრა, გავეცნობი მათ შესაძლებლობებს და აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწვეტილებას",-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.



გენერალი შავლეგ ტაბატძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 2017 წლის ოქტომბერში მას  გენერლის წოდება მიენიჭა. 2016 წლის 10 მარტს იგი სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლად წარადგნეს. 

სამხედრო კარიერის განმავლობაში იგი იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; ბოლო პერიოდში კი, გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.

მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია