დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/15 08:54:18

მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა:



► 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. 



► იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. 



► ცვლილებების შემდეგ, აღარ არის აუცილებელი სამეწარმეო ამხანაგობის შექმნა და ერთ ბენეფიციარს შეუძლია განაცხადი გააკეთოს პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხის მთლიან მოცულობაზე.



► პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია