საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ყველაზე პოპულარული ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული გამოვლინდა
2018/08/14 19:55:06

 

 

სერვისმა «მაქსიმმა»  შეადგინა ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგი, რომლებსაც იყენებენ სამუშაოდ ტაქსის მძღოლები.

 

საქართველოში ტაქსებს შორის ლიდერობს ბიზნეს და C-კლასის იაპონური და გერმანული ავტომობილები, რომლებიც გამოირჩევა საიმედოობითა და კომფორტით. მუშაობისთვის მძღოლები ყველაზე ხშირად Toyota Prius-ს ირჩევენ, რადგან მას აქვს ჰიბრიდული ძრავა და ის არის უფრო ეკოლოგიური და ეკონომიური. მეორე ადგილზეა წარმოსადეგი და კომფორტული ავტომობილი  Mercedes-Benz C-class.. ლიდერებს შორის მესამე ადგილი უჭირავს ყველაზე გაყიდვად Mercedes-Benz E-class-ს

Mercedes-Benz-ისმარკას ჯამურად ავტომობილების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტი უკავია. მის გარდა სიაში წარმოდგენილია Opel, Honda, Volkswagen и Nissan.

 

ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული

1. Toyota Prius — 25,8%

2. Mercedes-Benz C-class — 17,5%

3. Mercedes-Benz E-class — 16,6%

4. Opel Astra — 12,5%

5. Honda Fit — 9,7%

6. Opel Vectra — 6,7%

7. Opel Zafira — 3,8% 

8. Volkswagen Golf  — 2,6%

9. Toyota Ipsum  — 2,5% 

10. Nissan Note — 2,3%

 

ჩამონათვალი შედგენილია შვიდი ქალაქის მონაცემების მიხედვით, სადაც სერვისი «მაქსიმი» ახორციელებს თავის საქმიანობას: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი. 

 

როგორც რეიტინგიდან ჩანს, საქართველოში ტაქსი სულ უფრო კომფორტული ხდება და ამასთანავე რჩება გადაადგილების ხელმისაწვდომ საშუალებად. ტაქსის მძღოლები რაციონალურად უდგებიან ავტომობილის არჩევის საკითხს, რადგან მის მახასიათებლებზე ბევრად არის დამოკიდებული მათი შემოსავალი. ისინი ყიდულობენ საიმედო, კომფორტულ და ეკონომიურ მანქანებს, ყურადღებას აქცევენ ტევადობას, მანევრირებასა და საწვავის ხარჯს. ჩვენ მიერ წარმოდგენილი ტაქსის ავტომობილების ტოპ-ათეული შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც სურს იდეალური ავტომობილის შეძენა დამატებითი შემოსავლის მისაღებად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია