საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"მოიმარჯვე წიგნი - შემეცნებისთვის" - ორკვირიანი კურსი მოზარდებისთვის ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/02 14:41:00

"მოიმარჯვე წიგნი - შემეცნებისთვის" - ორკვირიანი კურსი მოზარდებისთვის პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის ფარგლებში" დაიწყო.

 

აღნიშნული პროგრამა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას, ინიციატივი გამარჯვების ოლქში ხორციელდება. კურსის ფარგლებში ორი მიზნობრივი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ჯამში 23 მოზარდი ორი კვირის განმავლობაში წაიკითხავს ნაწარმოებს, შეისწავლის უცხო სიტყვებს, გაიაზრებს ტექსტს და იმსჯელებს წაკითხულის შინაარსობრივ ნაწილზე. ასევე, მოეწყობა ფილმის ჩვენება-განხილვები.

 

"პროგრამის მონაწილეებმა რამდენიმე აქტივობა გაწერეს, რომელიც 1 თვის განმავლობაში გამარჯვების ოლქში მათივე ორგანიზებით უნდა გამართულიყო. ერთ-ერთი აქტივობა შემეცნებისთვის არის "მოიმარჯვე წიგნი". აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხატვრული ლიტერატურასთან დაახლოების ხელშეწყობას; ამ მიზნის მისაღწევად გამარჯვების ოლქში არსებული ბიბლიოთეკის, როგორც ძალიან კარგი რესურსის ათვისებასა და გააქტიურებას.

 

ვფიქრობთ, ნაწარმოებების გაცნობის ასეთი ფორმა ბავშვებს კითხვის პროცესთან ემოციურ კავშირს გაუჩენს." - ამბობს ანა შალიკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას თანაშემწე. კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. შეგახსენებთ, რომ პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმართველობისთვის" მონაწილეებმა გამარჯვების ოლქში განსახორციელებელი 4 აქტივობა დაგეგმეს.

 

ორი უკვე განხორციელდა, ერთი ამჯერად ხორციელდება, ხოლო ბოლო აქტივობას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის განახორციელებენ, რომლითაც პროგრამა შეჯამდება. პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმართველობისთვის" მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვა და მასში მონაწილეობა მხოლოდ გამარჯვების ოლქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეძლოთ. მაჟორიტარის, ირაკლი შენგელიას თქმით პროგრამა სექტემბრიდან გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ქუთაისის მასშტაბით მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეეძლება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია