დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ტრენინგის მოაწილეთათვის - "შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის" - სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/24 20:08:06

 

ქუთაისში, კაფე-რესტორან პალატში, გაიმართა  საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამის ,,შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის“ და ,,საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ასპექტები სოფლის მეურნეობაში“ დასრულების დამადასტურებელი სეთიფიკატების გადაცემის ცერემონია.

 

ღონისძიებას დაესწრნენ ააშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA )საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), RRC International-ისა და  ქუთაისის მერიის წარმომადგენლები.

 

RRC International-ის და GIPA-ს სასერტიფიკატო პროგრამა ,,შრომის უსაფრთხოება მენეჯერებისათვის“ ძირეულად მიმოიხილავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს სამუშაო ადგილებზე: თუ რატომ არის შრომის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანი და როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა ორგანიზაციაში სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე.

 

სასაეტიფიკატო პროგრამა მიზანშეწონილია ნებისმიერ ორგანიზაციაში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვის მოვალეობაშიც შედის შრომის უსაფრთხოების დაცვა.

 

 სასეტიფიკატო პროგრამა შედგენილია საერთაშორისო სტანდარტის NEBOSH-IS საფუძველზე.

აგრეთვე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა GIPA-მ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა კურსი თემაზე - საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი ასპექტები სოფლის მეურნეობაში, რომელიც ორიენტირებულია აგროსექტორში პროფესიული განათლების საჭიროებაზე და ამზადებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის საერთაშორისო ვაჭრობაზე და სრულ თანხვედრაში საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

 

   კურსი სრულად დაფინანსებული იყო ამერიკის შეერტებული შტატების  სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ეთერ ჩუმაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია