დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
NDI–ის დელეგაცია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/23 14:17:04

 დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის გამტკიცებაა.



დელეგაციის წევრები არიან: კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; კრისტინ ტოდ-ვიტმანი, ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი; ლორა თორნტონი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; მელისა მუსიო, საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში NDI-ის პროგრამების დირექტორი.



23-27 ივლისის პერიოდში ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად დელეგაცია არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს. NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესაბამისად განახორციელებს.



27 ივლისს NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს პრეს-კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია