საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"საქნახშირის" ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/23 13:42:13

დღეს დილიდან ტყიბულში, თეატრის შენობის წინ მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. შახტში დასაქმებულები საქნახშირის ადმინისტრაციის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.


აქციის მონაწილეებმა მანქანებს შავი ლენტები შეაბეს და ქალაქში მსვლელობას დაიწყეს, რათა მოსახლეობას ქალაქის პარალიზებისკენ და ობიექტების დახურვისკენ მოუწოდონ.

 

მესახტეებს ტყიბულის მერი შეხვდათ.

ტყიბულის მერის განცხადებით, ის ესაუბრასაქნახშირისხელმძღვანელობას და დღეს თანამდებობას დატოვებენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე.

 

თეიმურაზ ჩუბინიძემ მეშახტეებთან შეხვედრისას ასევე თქვა, რომ ამის შემდეგ თანამდებობის დატოვებას თავად კომპანიის დირექტორი ჯამბულ ჯაყელიც აპირებს.

 

მეშახტეები მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ.


საქნახშირისგენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით, თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.


თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ტყიბულელი მეშახტეების აქცია დასრულდა, თუმცა ისინი ხვალ 12 საათზე კვლავ შეიკრიბებიან.


მეშახტეების თქმით, მათ შეუერთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები

 

შგახსენებთ, რომ 22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს.  მანამდე21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს.


ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.


სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.


გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.


ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია