დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები კულტურის ძველი მინისტრი და მისი მოადგილეები იქნებიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/19 16:37:00

 

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეები ცნობილია. მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

ამასთან, მიხეილ გიორგაძის მინისტრობისას მისი ორი მოადგილე შალვა გოგოლაძე და ლევან ხარატიშვილი, ბატიაშვილის მოადგილეები იქნებიან.

მთლიანობაში, მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება: მიხეილ გიორგაძე (პირველი მოადგილე), ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე. 

თანამდებობი დატოვეს ძველი მინისტრის მოადგილეებმა: მანანა ბერიკაშვილმა, გიორგი ბაქრაძემ, მუხრან შამათავამ და კახი კანდელაკმა.

 

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა. ახალმა მინისტრმა 12 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციას თან ახლავს შტატების შემცირებაც.

 

სამინისტროში ახალი სახეა ირინე აბულაძე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. მინისტრის ახალი მოადგილე საერთაშორისო განათლების მართვის მიმართულებით კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრია. ირინა აბულაძეს განათლების სექტორში 15 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება აქვს. უკანასკნელ პერიოდში ის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო. მინისტრის მოადგილეობამდე კი, ამავე ცენტრის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ირინე აბულაძეს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფართომასშტაბიანი პროექტების მართვასა და საერთაშოროსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

 

რაც შეეხება ქეთევან ნატრიაშვილის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ის მიხეილ ბატიაშვილის მრჩეველის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია