დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფციის პროექტზე 34000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/17 16:12:59

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარება იგეგმება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლ-მუზეუმის განვითარების კონცეფციის მიხედვით საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი  უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარია.


სატენდერო პირობების თანახმად, კომპლექსი ზონებად იქნება დაყოფილი, მათ შორის ვიზიტორთა მისაღები, საინფორმაციო და სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონა.

 

სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ კ. გამსახურდიას სახლ-მუზეუმი მდ. ზანას პირას გაშლილი კომპლექსია -კონსტანტინე გამსახურდიას მამისეული სახლი გასული საუკუნის 20-იან წლებში ხანძარმა იმსხვერპლა. ამჟამინდელი ოდა-სახლი 1983 წელს დაუთმია აბაშის მკვიდრს ილია ჭანტურიას, რომელიც გამსახურდიების კარ-მიდამოში გადმოუტანიათ. ბეტონის ბოკონებზე შედგმული XIX ს. მეგრული ოდა-სახლი ეზოს სიღრმეში დგას და ჭვირული აივნით გზისკენაა პირმიქცეული.

 

აივნის მარჯვენა კიდეში მოთავსებული მოჩუქურთმებული ორფრთიანი კარი და ორი მსხვილი სვეტი, რომელნიც ლაზი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული - გასაბჭოების შემდგომ განადგურებულ სოფ. პირველი მაისის ეკლესიას ეკუთვნოდა და შენობის აწყობის დროს ჩაურთავთ მასში (ასევე, მხოლოდ ნახევარსვეტების სახით გამოყენებულია მუზეუმში შესასვლელი კარიბჭის სვეტების ვერტიკალებზეც). ამჟამად სახლის ინტერიერი საგამოფენო სივრცედაა გადაკეთებული, სადაც მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ექსპოზიციაა მოწყობილი. შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას და ახალი სამუზეუმო კომპლექსის საერთო კონცეფციაში მოქცევას.


დღეისათვის სახლ-მუზეუმში 168 ერთეული სამუზეუმო ექსპონატია დაცული.


სახლ-მუზეუმის კომპლექსი 19 018კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული და რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს: ოდა სახლი, ჯარგვალი, ნალია, ღია ცის ქვეშ მოწყობილი სცენა, სველი წერტილი, შესასვლელი „კარიბჭე“; კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განვითარებისათვის დამუშავდა კონცეფცია (იხ. დანართი), რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა, მისი პორტრეტის შექმნა, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით. ასევე, კ. გამსახურდიას ოჯახის მემორიალური გარემოს რეკონსტრუქცია, მე-19 საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს შექმნა-აღდგენა.


მოცემული ტექნიკური დავალების მიხედვით და კომპლექსის განვითარების შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით, გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1408
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია