საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა ელექტრონული აუქციონის წესით იჯარით გაიცემა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/16 15:02:37

სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა ელექტრონული აუქციონის წესით იჯარით გაიცემა. ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადასაცემად აუქციონი დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

 

წყალტუბოში მდებარე ინფრასტრუქტურა გარემონტებულია, მთლიანობაში შენობა 1138 კვ მეტრ ფართობს მოიცავს.

 

პირობების მიხედვით, ქონების სარგებლობის ყოველწლიური საზღაური არ უნდა იყოს 25 433 ლარზე ნაკლები დღგ-ს ჩათვლით. დროებით სარგებლობაში გასაცემი ქონების ღირებულება შეადგენს 1 695 523 ლარს.

 

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დააზღვიოს სარგებლობაში გადაცემული ქონება სარგებლობის პერიოდის განმავლობაში; მან ასევე უნდა უზრუნველყოს გადაცემულ ქონებაზე საზოგადოებრივი წესრიგის, დასუფთავების და სახანძრო უსაფრთხოების დაცვა.

 

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, უზრუნველყოს სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს და კაფეტერიის გამართული ფუნქციონირება;

 

აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება სამ წელიწადში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 425
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია