დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“აღმოაჩინე გამარჯვება” - ახალგაზრდული თამაში გამარჯვების ოლქის შეშასწავლად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/10 18:42:00

 

ქუთაისის კიკვიძის სახელობის სკვერში (გამარჯვების ოლქი) გაიმართა თამაში ორიენტაციაზეაღმოაჩინე გამარჯვება”. აქტივობის მიზანი გახლდათ ახალგაზრდებისთვის ფიზიკური და შემეცნებითი აქტივობის შეთავაზება და მათ მიერ გამარჯვების ოლქის შესწავლა. თამაში City game-ის ფორმატში ჩატარდა.


ღონისძიება გაიმართააქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვისმონაწილეთა მიერ შემუშავებული ერთ თვიანი პროგრამის ფარგლებში. პროგრამის სლოგანია  აღმოჩენისთვის! გამარჯვებისთვის! შემეცნებისთვის! თავისუფლებისთვისდა ის ოთხი, სხვადასხვა თემატური მიმართულებისგან შედგებოდ.

 

პროგრამააქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვისირაკლი შენგელიას მიერ ინიცირებული 5 თვიანი საპილოტე პროგრამაა, რომელიც გამარჯვების ოლქის ახალგაზრდებისთვის ხორციელდებოდა და მიზნად მათ გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვას ისახავდა.

 

თამაშის მონაწილეებმა 10 სხვადასხვა სირთულის დავალება შეასრულეს. თითოეული დავალება მათგან მოითხოვდა როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ აქტივობას.


სულ 3 და 4 წევრისგან შემდგარი 6 გუნდი დარეგისტრირდა. თამაშმა 2 საათზე მეტხანს გასტანა.


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, რომელიც ამავდროულად გამარჯვების ოლქის მაჟორიტარია, თავის ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა თამაშის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს:https://www.facebook.com/GDIrakliShengelia/posts/476488302764543

 

მადლობა #ააძთ-ელებს ძალიან სახალისო, შემეცნებითი თამაშის ორგანიზებისა და გამარჯვების ოლქის ახლებურად წარმოჩენისათვის!


https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f33/1/16/2705.png ჩემი რწმენა, რომ ახალგაზრდებმა უკეთ იციან რა უნდა გაკეთდეს ახალგაზრდებისთვის, ამ თამაშით კიდევ უფრო გამყარდა.
მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჩართული პროცესში და მხარი დამეჭირა მათი იდეებისთვის.

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/f80/1/16/1f64f.png

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია