ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა რეგიონული კონფერენცია - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებაზე გადასვლის შესახებ.
კონფერენციის მიზანი იყო, იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების კონცეფციის ძირითად საკითხებზე და საგრანტო დაფინანსების რეფორმით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზე.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ 50-მდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგზე: სახელმწიფო საგრანტო პროცესის საკანონმდებლო სტანდარტების დადგენა; სახელმწიფო საგრანტო სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვა და უწყებათაშორისი გრანტების გაცემის შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცება; სახელმწიფო გრანტის თემატური სფეროების გაფართოება; სახალხო დამცველისთვის უფლებადაცვით სფეროში გრანტის გაცემის მინიჭება.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო: ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო”(LDA Georgia),), ხოლო კვლევის წარდგენა განახორციელა ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” სი-ეს-აი (CSI)
ლიკა კაკუშაძე