დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორებმა განსახორციელებელ ინტერრეგიონალურ ტურისტულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/05 11:45:51

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ორ რეგიონს შორის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გამართეს.

 

შეხვედრაზე ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონალური ტურისტული პროექტების განხორციელება საშუალებას იძლევა ვიზიტორებმა ბევრი საინტერესო და ახალი  ლოკაცია  დაათვალიერონ. პროექტის განხორციელების შემდეგ ერთ რეგიონში ჩასული ტურისტი მეორე რეგიონსაც დაუკავშირდება.

 

ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ, პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა შევიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა ასევე, ერთიანი ტურისტული რუკების შექმნა, მარშრუტების განსაზღვრა, მარკირება, გიდების და მაშველების გადამზადება.

 

პროექტების შესამუშავებლად, სამუშაო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს. ჯგუფში სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან.

 

დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხონის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტოორიების წარმომადგენლები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია