დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი შარვაშიძემ ყაზახეთს და ყაზახ ხალხს ასტანის დაარსების 20 წლის იუბილე მიულოცა
2018/06/30 11:04:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო ასტანას დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. 


გიორგი შარვაშიძემ ყაზახეთს და ყაზახ ხალხს ასტანის დაარსების 20 წლის იუბილე მიულოცა.


,,მსურს, მოკლედ შევეხო იმ მართლაც შორსმჭვრეტელურ და ბრძნულ ნაბიჯს, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა გადადგა, როდესაც გადაწყვიტა, პრაქტიკულად ცარიელ ადგილას, ახალი დედაქალაქის მშენებლობა დაეწყო. მაშინ ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ზუსტად ოცი წლის შემდეგ ასტანა იქნებოდა განვითარებული, კეთილმოწყობილი ქალაქი, სრულიად გამორჩეული არქიტექტურით, სახლი მილიონზე მეტი ადამიანისთვის, მასპინძელი არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიების თუ ფორუმის. ასტანა, ყველას გასაოცრად, უმოკლეს დროში იქცა ძლიერ პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად, რაც უდავოდ ბატონი პრეზიდენტ ნაზარბაევის და ყაზახეთის თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.’’-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


სიტყვით გამოსვლისას გიორგი შარვაშიძემ საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობასა და ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა არსებული ურთიერთობები გამოირჩევა დინამიზმით და ეფუძნება ხალხებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრის მოადგილის შეფასებით ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.


ასტანას დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია