დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი მოინახულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/28 19:30:25

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამინისტროსთან არსებული ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი მოინახულა და შეხვედრა გამართა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და ანალიტიკური გუნდის წევრებთან.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სწავლების და ანალიტიკური მიმართულებებით ინსტიტუტში არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა ანალიტიკური მიმართულების მნიშვნელობა და დაისახა მისი გაძლიერების გზები. აგრეთვე განხილული იქნა საზოგადოებასა და მიზნობრივ წრეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ქართული დიპლომატიის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი 2012 წლიდან ფუნქციონირებს და მის მიზანს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, არსებული საჭიროებებისა და ტენდენციების გათვალისწინებით მიზნობრივ წრეებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია