დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაიამ მახათების დიდი პარტია შეიძინა და უსაქმურ საკრებულოს თავმჯდომარეებს დაუგზავნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/27 18:35:30

 პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მახათების დიდი პარტია შეიძინა და დღეს ფოსტით გაუგზავნა საქართველოს რამდენიმე საკრებულოს თავმჯდომარეს - ფოთში, წყალტუბოში და ხაშურში. დანარჩენებს კი ბოდიში მოუხადა, რომ დღეს ვერ უგზავნიდა და სამომავლოდ დაპირდა.

 

ამ ქმედებით გოგი წულაიამ  ამ საკრებულოების მიერ ბოლო დროს გამოტანილი გადაწყვეტილებები გააპროტესტა.

მახათების დაგზავნას საფუძვლად ცნობილი ანდაზა უდევს უსაქმურ ადამიანებთან დაკავშირებით...



"ბოდიშს ვიხდი, რომ ყველას სამყოფი მახათი ვერ ვიყიდე. გავაგზავნე ხაშურის, ფოთის , წყალტუბოს საკრებულოებში. ორი დიდი მახათია. ერთი საკრებულოს თავმჯდომარის, მეორე - ქალაქის მერის. ქუთაისს მე თავად გადავცემ. "- განაცხადა წულაიამ.



ცნობისათვის:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა. დადგენილება საკრებულომ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე მიიღო.



ხაშურის საკრებულომ ცხოველებს გამრავლება აუკრძალა.წარმომადგენლობითმა ორგანომ დადგენილება მიმდინარე წლის 5 ივნისს მიიღო, რომლის მიხედვითაც 2 წლამდე და 6 წელს გადაცილებულ ცხოველებს გამრავლება ეკრძალებათ.



ფოთის საკრებულომ მოქალაქეებს ძაღლებთან და კატებთან სქესობრივი აქტი აუკრძალა. დადგენილებით, რომელიც 2018 წლის 30 მაისის სხდომაზე მიიღეს, ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია