დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მიგრაციის ცენტრი“ იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებისათვის, უცხოელთა ინტეგრაციის თემაზე, სამუშაო შეხვედრას გამართავს
2018/06/21 21:50:42

 

2018 წლის 24 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრი“ ქუთაისში, იმერეთის მედია სახლში „პოსტსკრიპტუმი“ ატარებს სამუშაო შეხვედრას რეგიონის ჟურნალისტებისათვის უცხოელთა ინტეგრაციის თემაზე.


შეხვედრა გაიმართება 15 საათზე შემდეგ მისამართზე: რუსთაველის 37ა, პრესის სახლი, მეოთხე სართული.


ამავე დღეს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბში „თაობათა დიალოგი“ (12:00 მისამართი: ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. 7)  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომაგენლებთან გაიმართება მრგვალი მაგიდა  ინტეგრაციის სირთულეების და მათი გადალახვის გზების ძიებისათვის.

 

ა(ა)იპ „მიგრაციის ცენტრი“ მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს ”ვიაროთ ერთად /Step together“, რომლის მიზანია საქართველოში მყოფი უცხოელების ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტი დაფინანსებულია ფონდის “ღია საზოგადოება“ მიერ. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო, იმერეთის მედია სახლი „პოსტსკრიპტუმი“, აჭარის ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგი.“


2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიასა და მის თანმდევ 2018 წლის სამოქმედო გეგმაში პირველად არის გაწერილი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციის მიმართულება და ისახება კონკრეტული ამოცანები იმიგრანტთა სამოქალაქო ჩართულობისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნისა და გაუმჯობესებისათვის.


პროექტის მიმდინარეობისას, ადგილობრივ მოსახლეობასთან და უცხოელებთან კომუნიკაციისას გამოიკვეთა, რომ ქსენოფობიური განწყობების საფუძველი, უმეტესწილად, მომდინარეობს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ უცხოელთა მიერ ქვეყანაში შემოტანილ ინვესტიციებზე, მათ ცოდნასა და უნარებზე დაბალი ინფორმირებულობის  და, მეორე მხრივ, მათი კულტურის, ცხოვრების წესისა და ტრადიციების მიმართ ნაკლები ინტერესისა და ინფორმაციის სიმცირიდან. აღნიშნული მიზეზები კი ხელს უწყობს რადიკალური დამოკიდებულებების და განწყობების ზრდას.ნაკლებობის


მოსახლეობასთან ფოკუსჯგუფების შეხვედრებისას ნათლად გამოჩნდა, რომ მედია სივრცეში უცხოელებზე ტენდენციურად, უმეტესწილად, ნეგატიურ კონტექსტში გაკეთებული სიუჟეტები ხელს უწყობს უცხოელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებების ზრდას და ადგილობრივ მოსახლეობაში ტენდენციური ხედვების ჩამოყალიბებას. ასევე გამოიკვეთა არამარტო დაბალანსებული ინფორმაციის მიღების, არამედ პოზიტიურ მომენტებზე აქცენტირების სურვილიც.


რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციამ გამოავლინა ინფორმაციის ნაკლებობა უცხოელთა უფლება-მოვალეობებზე და მათ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა ამავდროულად, გამოიკვეთა ამ პროცესში ჩართვისა და რეგიონის დონეზე უცხოელთა ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის სურვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1064
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია