დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიატური გურიაში
2018/06/19 15:10:31

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს მედიატურის ფარგლებში საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ „ნაბეღლავის“ქარხანა,რომლის ისტორიაც 1905წელს იწყება,როდესაც გურიაში კურორტ ნაბეღლავში მინერალური წყალი აღმოაჩინეს...

 

1950-იან წლებში პირველი ჭაბურღილი გაიბურღა და 1958 წელს უკვე ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო. ნაბეღლავის ისტორიაში ახალი ეტაპი კი 1997 წლიდან იწყება, როდესაც წარმოებას სათავეში „წყალი მარგებელი „ ჩაუდგა.

2017წლის 24ივნისს,სოფელ ნაბეღლავში სს“წყალი მარგებლის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა გაიხსნა. რომლის პროექტი განხორციელდა შვეიცარიელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან და EBRD-სთან ერთად.ქარხანა საქართველოს ბაზარძე პირველი მინერალური წყლის „ნაბეღლავის“ მწარმოებელია,წარმოება 1997წლიდან დაიწყო „წყალი მარგებლის“ მიერ.

 

2002წლიდან კი წყაროს წყალი „ბახმაროს“ ჩამოსხმაც დაიწყო.ქარხანა ასევე აწარმოებს ავსტრიული კომპანია „რაუხის“ წვენებს,ცივ ჩაის,ლიმონათს,ენერგეტიკული,ახალი მინერალური წყალი,“ჯეო ნატურა“,მოჰიტოებს და სხვა უალკოჰოლო სასმელებს.

 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ კომპანიაში წარმოებული წყალი აკმაყოფილებს პენტაგონის სტანდარტებს და საქართველოში წვრთნების დროს მყოფი ამერიკის ჯარი „წყალი მარგებლის“ წყლით მარაგდება.

მედიატურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს ერისთავების სასახლე, დენდროლოგიური პარკი,  ჩოხატაურის ნ.ბერძენიშვილის მუზეუმი, ერკეთის დედათა მონასტერი, მთავარანგელოზის ეკლესია, შემოქმედის ეკლესია.

 

ლიკა კაკუშაძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია