საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას
როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ხობის მუნიციპალიტეტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/25 10:56:00

 

სამეგრელოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებელი საკარმიდამო ნაკვეთებში, ბაღებში, ბოსტნებსა და პლანტაციებში ინაცვლებს. რა მდგომარეობაა ხობის მუნიციპალიტეტში ამ მხრივ და რა ინფორმაცია აქვს ადგილობრივ მოსახლეობას მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

ახალსოფლის მკვიდრი გვიყვება, რომ წინა წელთან შედარებით მათ სოფელში მცირე რაოდენობის ფაროსანაა, თუმცა ფიქრობენ, რომ ზაფხულში მათი რაოდენობა მოიმატებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 2017 წელს მიყენებული ზარალის შემდეგ, მოსახლეობა ბაღლინჯოს წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ინფორმირებულია და საკუთარი პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული აქვთ. გიორგი გორგაძე ამბობს, რომ 2016 წელს სახელმწიფოს მიერ დარიგებული ქიმიური პრეპარატების ნაწილი მოსახლეობას წელსაც აქვს და სწორედ მათი საშუალებით ამუშავებს მცრე ზომის ნაკვეთებს. 


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო აზიური ფაროსანას შესაწამლ პრეპარატებს უფასოდ აღარ დაარიგებს. მოსახლეობას ქიმიური საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენა მოუწევბს. 1 ჰექტარი ფართობის შესაწამლი 1ლიტრი წამალი საშუალეოდ 35 ლარი ღირს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. სეს-ის განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად კი იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენეობა დაფიქსირდა.


როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ხობის მუნიციპალიტეტშიმედიაპროდუქტი მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია