დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წაადგება თუ არა ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მალე გამოჩნდება...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/13 21:08:05

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა და პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, გადამდგარად ითვლება მთელი მთავრობა და ისინი ახლა მხოლოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლები არიან, ვიდრე ახალი პრემიერი ახალ მთავრობას არ დააკომპლექტებს და პარლამენტი არ დაამტკიცებს.

 


 

საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მიერ, რომლებიც ზაზა სარალიძეს უცხადებენ მხარდაჭერას. 

 

საერთოდ კი ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში რამდენიმე აქცია ჩატარდა,სადაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნა იდგა.

 

როგორც ჩანს, გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნდა, რომ მისი გადადგომა "ქვეყანას წაადგება" და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა მის გამოსვლაში ის უფრო იგრძნობოდა, რომ მასნ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიიღო.

 

და მაინც, წაადგება თუ არა ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ძალიან მალე გამოჩნდება...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1112
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია