დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/13 11:26:16

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულების ეტაპზე მყოფი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებით მასშტაბური პროექტები ხორციელდება. უკვე სრულდება სოფლების, მოძვი-ჯალაურთის, დამაკავშირებელი 6 კმ. – მდე საავტომობილო გზის მოასფალტება, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 200 000 ლარით ფინანსდება.

 

საჩხერეში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, მიმდინარეობს მერჯევისა და ჭორვილის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 5 კმ. – იანი გზის მშენებლობა. ამ დრომდე აღნიშნული მონაკვეთი ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. აღნიშნული გზის მონაკვეთით სამი სოფლის: მერჯევის, საირხისა და ჭორვილის მოსახლეობა ისარგებლებს.

 

ქალაქ საჩხერეში ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი ზონები მოეწყობა ივანე გომართელისა და ს. დურმიშიძის ქუჩებზე. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5 % – იანი თანამონაწილეობით, 217 000 – მდე ლარით ფინანსდება. დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ საჩხერეში, მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს. რამდენიმე თვეში ადგილობრივი მოსახლეობა ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით 200 – მდე სერვისის მიღებას ახალ შენობაში შეძლებს, მსგავსი ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება ქალაქში ამ დრომდე არ ყოფილა.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია