დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მერს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მეტროს თანამშრომლებთან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/04 18:34:33

 


დღეს, 4 ივნისს დილის 06:00 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდა. მეტროს თანამშრომელთა პროფესიულმაგაერთიანებამ, „ერთობა-2013“-მა გაფიცვა გუშინ, 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყო. გაფიცვა მეტროს იმ თანამშრომლებმა დაიწყეს, რომლებსაც სასამართლოს განჩინებით გაფიცვის უფლება შეზღუდული არ ჰქონდათ, ასევე გაფიცვაში მონაწილეობდნე ნელ.მატარებლის ის მემანქანეები, რომლებიც იმყოფებოდნენ არასამუშაო რეჟიმში. დასვენების დროს გაფიცვის პარალელურად მეტროს მემანქანეები შიმშილობდნენ, რამაც გაართულა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეუძლებელი გახადა მეტროს ფუნქციონირება.


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ის წევრ მემანქანეებს სამუშაო საათებში განუსაზღვრელი ვადითშეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.სასამართლოსმეორე განჩინების თანახმად კი, გაფიცვის 30 დღით გადავადების შედეგად, პროფესიული კავშირის წევრებს გაფიცვის უფლება 3 ივნისიდან წარმოეშვათ.


მეტროს მემანქანეები სრულად დაემორჩილნენ სასამართლოს ორივე განჩინების მოთხოვნებს და 3 ივნისიდან არასამუშაო საათებში დაიწყეს საგაფიცვო რეჟიმი, შიმშილობასთან ერთად, რის შედეგადაც მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამედიცინო პერსონალის მიერ მათი მდგომარეობა დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაბამისად, მემანქანეებისათვის შეუძლებელი გახდა უფლებამოსილების შესრულება, რამაც საბოლოოდ მეტროს ფუნქციონირების სრულად შეჩერება გამოიწვია. ­


მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი კახა კალაძისგანცხადებაგაფიცვის უკანონობის თაობაზე არ შეესაბამა სიმართლეს, რამდენადაც მეტროს თანამშრომლები გაფიცვას კანონმდებლობისა და სასამართლოგანჩინებებით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით აწარმოებენ.ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ქალაქის მერის განცხადება მეტროს მემანქანეთა ანაზღაურების ოდენობისთაობაზე. ასევე პრობლემურია თბილისის მერის განცხადება რომლითაც ის ცდილობს მეტროს თანამშრომელთა ხელფასების საკმარისობა სხვა პროფესიის მქონე პირთა არასათანადო ანაზღაურებით დაასაბუთოს, რაც მემანქანეთა ხელფასების საკმარისობის ნაცვლად, ქვეყანაში დასაქმებულთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას ადასტურებს, რაც თავისმხრივ ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ამასთან, ჩვენთვის დღემდე დახურულიათბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელ პირთა ხელფასები, რაც წარმოადგენსმნიშვნელოვანმონაცემებს მეტროპოლიტენში სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობის შეფასებისათვის.


სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შემზღუდველი განჩინებებისა და მეტროს თანამშრომელთა მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვის პირობებში, განსაკუთრებულად შემაშფოთებლად მივიჩნევთ თბილისის მერის მიერ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის კონსტიტუციური უფლებითსარგებლობისპროცესის შანტაჟად შეფასებას, რამდენადაც ისსრულად უგულებელყოფს გაფიცვის უფლების შინაარსს და მიზნად ისახავს მეტროს თანამშრომელთა პროტესტის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებას. ამასთან, პრობლემურია თბილისის მერიის მხრიდან გამოხატული უკიდურესად ხისტი დამოკიდებულება გაფიცვაში მონაწილე თანამშრომელთა მიმართ, რაც ხელს უშლის შრომითი დავის მოლაპარაკების ფორმატში გადაზრდის შესაძლებლობას.


ამასთან,თბილისის მერიაქალაქის სატრანსპორტო კოლაფსზე პასუხისმგებლობის აღების და გააზრების ნაცვლად ცდილობს დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს დააკისროს, რაც  სრულიად მიუღებელია იმ პირობებში როდესაც კომპანიას და თბილისის მერიას არანაირი ქმედითი ნაბიჯი მეტროს თანამშრომლებთან მოლაპარაკებების წარმოების და აღნიშნული შედეგის თავიდან აცილების ან გაფიცის შემდგომ მოლაპარაკებების განახლების მიზნით ამ დრომდე არ გადაუდგამს.


მივიჩნევთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა სრულად გაიაზროს მისი როლი და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებში და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რაც დაეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვის მიდგომებსა და სოციალური დიალოგის პრინციპებს.


მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას:

-         დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნასერთი მხრივ მეტროს თანამშრომელთა  მოთხოვნების განხილვადა მეორე მხრივ მეტროს საქმიანობის შეჩერების შედეგად მოსახლეობისთვის დამდგარი შედეგებისა და ქალაქის შესაძლო პარალიზებისსაფრთხეების დროული აღმოფხვრა;


-         უზრუნველყონ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს მეტროს თანამშრომელთა შესაძლო დისციპლინური, სამოქალაქო თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისდაყენების საკითხს;

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი

ახალგაზრდა სოციალისტები

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია