დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში საბავშვო თათბირი გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/01 15:11:32

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანამშრომლების შვილებისთვის სახალისო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში, გუბერნიის სხდომათა დარბაზში, ბავშვებმა სიმბოლურად თათბირი გამართეს.

 

შეხვედრაზე ე.წ. მემორანდუმი გაფორმდა და ყველა იმ აქტივობის სიმულაცია განხორციელდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველდღე ასრულებენ. 

 

თათბირის შემდეგ სამუშაო დღე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში გაგრძელდა, სადაც მასპინძლის როლი 4 წლის ვახომ მოირგო, რომელმაც მამასთან, პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძესთან ერთად, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის შვილს, ნიკოლოზ დალაქიშვილს ლიცეუმი დაათვალიერებინა და იქ არსებულ საინტერესო გარემოზე ესაუბრა. 

 

დღის ბოლოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ  პირველი ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც მიულოცა. 9 წლის ნიკოლოზი დღის ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებას გაეცნო და მათთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია