საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქველმოქმედო აქცია
„ჯორჯიან მანგანეზმა“ და მედიასახლმა „პოსტსკრიპტუმმა“ ჭიათურაში კითხვის მოყვარული მოსწავლეები დააჯილდოვა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2018/05/31 08:47:53

 

 

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  „ჯორჯიან მანგანეზმა“ და მედიასახლმა „პოსტსკრიპტუმმა“ ჭიათურაში კითხვის მოყვარული მოსწავლეები დააჯილდოვა. დაჯილდოებამდე ჭიათურის ყველა სკოლის ადმინისტრაციას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. სკოლის ადმინისტრაციას მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად უნდა გამოერჩია ის მოსწავლე, რომელიც განსაკუთრებულად წიგნის კითხვის მოყვარულია. პროექტის მიზანია კითხვის მოყვარული მოსწავლეების მოტივაციის ზრდა.


საჯარო სკოლების ადმინისტრაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა 5-6 წიგნიანი სასაჩუქრე პაკეტები და მიეწოდა შერჩეული მოსწავლეების ნაწილს სკოლაშივე, ნაწილი კი გამზადებულ პაკეტებს ახლო მომავალში მიიღებს.


 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე, დაჯილდოვდა ჭიათურის მერიის მიერ დაფინანსებული სამოსწავლეო ექსკურსიის მონაწილეები, რომლებმაც სპორტულ და ინტელექტუალური მინიკონკურსში გაიმარჯვეს.


გამოცემები, რომლებიც გადაეცა მოსწავლეებს, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს პოპულარულ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, გამორჩეულია პოლიგრაფიული ხარისხითაც.


პროექტის განხორციელების პარალელურად, სკოლის მოსწავლეებისთვის „პოსტსკრიპტუმმა“ მედიაწიგნიერების მიმართულებითაც წინადადება შესთავაზა სკოლებს:

 „მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“, რომელიც რეგიონული მედიის გამოცდილი წარმომადგენელია, თქვენი სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს აძლევს შანსს, გახდეს  სტაჟიორი გამომცემლობის (ბეჭდურ და ონლაინ პროდუქტების) მოქალაქე ჟურნალისტის პოზიციით.


 ჩვენ ვაძლევთ შანსს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მედიაპროფესიებისკენ მიდრეკილება. შეუძლიათ, მოგვაწოდონ სტატია, რეპორტაჟი, ინტერვიუ, ნიუსი საინტერესო ფორმატით და ჩვენ მას გამოვუქვეყნებთ. ინფორმაციის სანდოობა აუცილებელი წინაპირობაა. დეტალებზე მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: rokorolandi@gmail.com


 გარდა მოსწავლეთა ღირებული მედიაპროდუქტების გამოქვეყნებისა, ჩვენ ვთავაზობთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ტრენინგ-მოდულებს. მთავარია, რომ დავინახოთ მოსწავლეში შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაში ხელს შევუწყობთ.“


 წიგნებით დასაჩუქრების გამო მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სიხარული გამოხატეს. მათი აზრით, მსგავსი აქციები წიგნიერებისა და წიგნის კითხვის მოტივაციას გაზრდის.

 

მედიასახლ "პოსტსკრიპტუმის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნატო გუბელაძე აცხადებს, რომ მათი რედაქცია, სხვადასხვა ბიზნესკომპანიების მხარდაჭერით უკვე მეოთხე წელია, ახორციელებს წიგნიერების საქველმოქმედო აქციას და მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს.

"ამ კონკრეტული აქციის ჩატარება ჭიათურელი მოსწავლეებისათვის შესაძლებელი გახდა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც ჩვენ უღრმეს მადლობას ვუხდით კომპანიის ხელმძღვანელობას და მენეჯმენტს და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი წიგნიერების აქციის ტრადიციული მხარდამჭერები იქნებიან მომავალშიც" - განაცხადა ნატო გუბელაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია