დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურაში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/29 21:40:00

ჭიათურაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდა.

 

შეხვერა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა გახსნა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ კი სხდომის მონაწილეებს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, და ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ,, კანონის შესრულების მიმდინარეობაზე, სამართლებრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მერებისგან იმ საკითხების შესახებაც მოისმინა ინფორმაცია, რომლის გადაჭრაშიც საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობაა აუცილებელია.შეხვერდაზე ასევე, ისაუბრეს 2018 წელს იმერეთის რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია