დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასტროლები
ქუთაისისა და თელავის თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/29 20:54:00

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლოდ თელავში იმყოფება. ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.

 

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პირველი საგასტროლო სპექტაკლი „DUPLET“ უკვე გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

იმავე დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თეატრის ხელმძღვანელებთან ერთად, ხელი ქუთაისისა და თელავის მერებმა მოაწერეს. მემორანდუმი ორივე თეატრს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და შემოქმედებით ურთიერთობებს ითვალისწინებს.


ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია