დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში 26 მაისი სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებებით აღინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/26 16:55:08

იმერეთის რეგიონის 12 – ვე მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.

 

ქუთაისში 26 მაისი სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებებით აღინიშნა.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.


ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ტექნიკის გამოფენასაც დაესწრნენ, რომელიც ქუთაისის დავით აღმაშენებლის მოედანზეა წარმოდგენილი. ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია