დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სხვა საქართველო სად არის...
საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს! გილოცავთ!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/26 10:37:44

26 მაისი საქართველო დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას  100 წელი შეუსრულდა. ყველაფერი კი 1918 წლიდან დაიწყო.


სწორედ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აირჩიეს დემოკრატიული რესპუბლიკა; და ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობას, ბუნებრივია, ვერ შეეგუა  ბოლშევიკური რეჟიმი, რადგან მისი მიზანი იყო რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. მტერმა თავის მიზანს 3 წელიწადში მიაღწია. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია შეძლო. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველომ მხოლოდ  70 წლის შემდეგ მოახერხა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვება.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

1991 წლიდან, ყოველ  26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

 

დღეს საქართველო სწორედ პირველი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს.

 

ჩვენი რედაქცია ულოცავს სრულიად საქართველოს და მის მოქალაქეებს ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია