საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა 1, 4 მლნ ლარით დაფინანსდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/25 17:12:42
ჭიათურაში, კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა 1, 4 მლნ ლარით დაფინანსდა.

პროექტი ითვალისწინებს ბერების საცხოვრებელი კელიების მოწყობას, წყალ-კანალიზაციის ქსელის გამართვას, არსებული გალავნის რეაბილიტაციასა და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. დამონტაჟდება 10-ტონიანი რეზერვუარი, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ასევე, აშენდება მომსახურების შენობა და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.
მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი და ჭიათურის მერი, პაატა ნადირაძე. პროექტი 2018 წელს დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ლია კაკუშაძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია