საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„თელიანი ველის“ კიდევ ერთი გამარჯვება - ოქროს თასი, 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/21 18:54:45

„თელიანი ველის“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2018“ -ზე მოპოვებული მედლები და უმაღლესი ჯილდო ოქროს თასი


საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2018“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.


კონკურსის კულმინაციაა ჩემპიონი ღვინოებისა და წლის საუკეთესო მეღვინეების გამოცხადება, რომლებსაც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო-ოქროს თასი გადაეცემათ.

 

 აღსანიშნავია, რომ ოქროს თასის მფლობელები ყოველწლიურად მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხდებიან. „International Wine Challenge 2018“-ზე 55 ქვეყნის ათასობით ღვინო იღებდა მონაწილეობას. თეთრი ღვინის კატეგორიაში მთელი მსოფლიოდან ოქროს თასის მფლობელი სულ 13 ღვინო გამოვლინდა.

 

 საუკეთესოთა სიაშია ქართული ღვინო-„თელიანი ველის“ „გლეხური ქისი ქვევრი 2015“, რომელსაც ოქროს მედალთან ერთად კონურსის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

·        „გლეხური ქისი ქვევრი 2015“-ოქროს თასი

·         „გლეხური ქისი ქვევრი 2015“-ოქრო

·         „მანავის მწვანე 2017“-ვერცხლი

·        „მუკუზანი 2016“-ვერცხლი

·         „საფერავი 2016“-ვერცხლი

·         „წინანდალი მუხაში 2016“-ვერცხლი

·         „გლეხური კისისხევის საფერავი ქვევრი 2016“ - ბრინჯაო

·        „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2016“ - ბრინჯაო

·        „ქინძმარაული 2016“-ბრინჯაო

·         „ქისი მწვანე 2017“- ბრინჯაო

·         „წინანდალი 2016“- ბრინჯაო

·         „ცოლიკოური 2017“- ბრინჯაო

·         „ტვიში 2016“- ბრინჯაო

 

 დამატებითი ინფორმაცია:  „International Wine Challenge“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 35 წელია უკვე არსებობს და ყოველწლიურად ლონდონში ტარდება. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ და ოქროს თასით, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით აჯილდოვებენ. კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ღვინოების გამოვლენა. The IWC-ის მინიჭებული მედლები ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტია.

 

 „თელიანი ველს“ საერთაშორისო კონკურს „International Wine Challenge 2018“ ოქროს თასი, 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი გადაეცა.


ბმული: http://www.internationalwinechallenge.com

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია