საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საჯარო სკოლებში ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/16 19:19:12

ქუთაისის საჯარო სკოლებში ნატო-ევროკავშირი-საქართველოს ურთერთობის შესახებ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.


კამპანიის ფარგლებში ორი შეხვედრა #23-ე და #30-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. საინფორმაციო კამპანია სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” იმერეთის ბიუროს და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას პროგრამის “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის” თანამშრომლობითა და ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

 

პროგრამა “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის” ირაკლი შენგელიას მიერ ინიცირებული 4 თვიანი საპილოტე პროგრამაა, რომელიც გამარჯვების ოლქის ახალგაზრდებისთვის ხორციელდება და მიზნად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების ჩართვასა და გაძლიერებას ისახავს. საინფორმაციო კამპანია ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ქვეყანის მაშტაბით 5 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით აღინიშნება.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია