დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
2018/05/15 17:49:04

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაცია წარადგინა.


 პროექტის კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, კვლევა მოიცავს სამ ნაწილს და თითოეული მათგანი წარმოადგენს წინა ნაწილისათვის შედარების საფუძველს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც 2017 წლის დასაწყისში გამოიცა წარმოადგენს ერთგვარ საწყის დოკუმენტს, რომელმაც წარმოაჩინა თუ რა სამართლებრივი საფუძვლები არეგულირებს შშმ პირთა საარჩევნო უფლებებს და ძირითადად რა ბარიერებს ხვდებიან შშმ პირები საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით.


 იგი შეიცავს ინფორმაციას სამი ძირითადი მიმართულებით: ა) საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი ბ) ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი და გ) პრაქტიკული გამოწვევების აღწერა შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით.


 პირველი ნაწილის რეკომენდაციები ძირითადად მიმართული იყო შშმ პირთა ინფორმირებულობის დონის გაზრდის, სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომიბის გაზრდის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევის, ინფრასტრუქტურის ადაპტირებისა და თვითმმართველობის როლის გაძლიერებისაკენ შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის პროცესში. 


კვლევის პირველმა ნაწილმა აჩვენა, რომ საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ადაპტირება გარემოსი, ასევე საზოგადოებრივი დამოკიდებულების ცვლილება და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა დასახული მიზნის მისაღწევად. 


გამოიკვეთა საჭიროება კიდევ უფრო ღრმად მომხდარიყო შშმ პირთათვის მხარდაჭერის სტატუსის მინიჭების პროცესის შესწავლა, ასევე მომხდარიყო საზღვარგარეთ არსებული პრაქტიკის ანალიზიც შესაძლო პარალელების გამოკვეთის მიზნით. 


კვლევის მეორე ნაწილში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ პირთათვის მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბ) ფოკუს ჯგუფების კვლევის ანალიზი, გ) პოლონეთის გამოცდილება შშმ პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით დ)რეკომენდაციები; კვლევის პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმერეთის რეგიონში არსებული საქალაქო/რაიონული სასამართლოებიდან (ქუთაისი, ზესტაფონი, საჩხერე, სამტრედია), ჩატარდა 4 ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40 პირმა, შესწავლილ იქნა 25–მდე სასამართლო გადაწყვეტილება და გაანალიზდა ონლაინ კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 7–მა ორგანიზაციამ. 


მოცემული კვლევის შემაჯამებელ თავს წარმოადგენს რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც მომზადებულ იქნა საჯარო იფორმაციის დამუშავების, ფოკუს ჯგუფების ანალიზისა და ასევე პროექტის ფარგლებში ჩატარებული ონლაინ კვლევის შედეგად. 


კვლევის მეორე ნაწილის რეკომენდაციებს წარმოადგენს შემდეგი: • ადაპტირებული ინფრასტრუქტურისა და გარემოს არსებობის აუცილებლობა; • ადაპტირებული ტრანსპორტის საჭიროება შშმ პირთა გადაადგილებისათვის; • საარჩევნო უბნების სრულყოფილად ადაპტირების აუცილებლობა; • შშმ პირთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა მათი საარჩევნო უფლებების შესახებ; • შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩართვის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან; • მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა შშმ პირთა პოლიტიკური უფლებების პრაქტიკაში რეალიზება; • საჭიროა „მხარდამჭერებმა“ ან სახელმწიფომ დაეხმარონ „მხარდაჭერის მიმღებ“ შშმ პირს მისთვის გასაგები ფორმით გაეცნოს საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური პროგრამებს; • კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს იმ უფლებების ასპექტების ჩამონათვალი, რომელთა შეზღუდვა და მის განხორციელებაში მხარდაჭერის დანიშვნა დაუშვებელია; 


• მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებები პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით იყო დასაბუთებული. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის ფარგლებში: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება“. 


პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID მიერ დაფინანსებული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია