საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ევროპის დღე აღნიშნეს
2018/05/07 20:51:41

 

ქუთაისში ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროპის დღე აღნიშნეს,ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მოწვეულმა სპიკერები სტუდენტებს  ევროპულ ღირებულებებზე ესაუბრნენ.

როგორც ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა აღნიშნაჩემთვის როგორც მოწვეული სპიკერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპის დღეებში მონაწილეობის მიღება,  ძირითადი აქცენტები შეეხო ევროპაში გენდერურულ თანასწორობას , თუ როგორ მონაწილეობენ ერთად ქალები და კაცები გადაწყვეტილების მიმღებ პროცესებში,როგორ თანაბარ საზოგადოებად იქცა ევროპა,როგორ მაღალ დონეზე არის ნებისმიერი საკითხი,როცა დღეს ჩვენ აქ კიდევ პრობლემების წინაშე ვდგავართ და  ადგილობრივ თვითმართველობას ,პარლამენტს თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებს ვეხვეწებით, რომ იქნებ იყოს გათანაბრება, ყველა შესაძლებდლობის მქონე  ადამიანისა, რათა თანაბრად მოხდეს მათი ჩართვა პროცესებში.“დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორის დათო ლიკლიკაძის თქმითმთელი საქართველო აღნიშნავს ევროპის კვირეულს,რომლის ფარგლებშიც ქუთაისში დღეს აღინიშნება ევროპის დღე და მას აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი,მე ძალიან მიხარია რომ მედიასკოლიდან აღინიშნება დღევანდელი დღე,მიხარია რომ აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდობა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია