დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გვირილობა და ქველმოქმედება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/04 18:23:02

     იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ,,გვირილობა 2018" მუხრანის  ტყეში მთელი დღის განმავლობაში განსხვაებულად, საქველმოქმედო ღონისძიებით აღინიშნა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფომანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. აღნიშნული მიზნით მუხრანის ტყეში მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ ,,გიმნაზისტი გოგონები“, რომლებიც ყვავილებს ჰყიდდნენ.

      ,,რადგან გვირილობა დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს“ - განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.

      გვირილობა (თეთრი გვირილის დღე ) მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. ანალოგიური დღესასწაული აღინიშნებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, სკანდინავიისა და ბენელუქსის ქვეყნებში.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია