დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ბოლო ანგრიშით უკმაყოფილო უმრავლესობა და ოპოზიცია
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/02 15:39:29

 

პრეზიდენტის კრიტიკულ შეფასებებს პასუხობს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე:

" ჩვენ გვქონდა იმედი, რომ  პრეზიდენტი ქვეყნითვის მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეულად ისაუბრებდა, თუმცა ეს იყო ძალიან მოკლე ანგარიში. მის ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვენი სკითხი იყო გამოტოვებული, მაგალითად ვერ მოვისმინე ინფორმაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ასევე ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც იცავენ სამშობლოს,  ვერ მოვისმინეთ ინფორმაცია თუ როგორ აფასებს პრეზიდენტი ევროპასთან და ამერიკის შერთებულ შტატებტან საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას და  ეევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს, მას ასაევე არ უსაუბრია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ ,რომელიც ბოლო დროის ყველზე მნიშვნელოვანი საკითხია.  მის ანგარიშში რატომრაც არა გაკეთდა სიღრმისეული ანალიზი საართველოს ეკონომიკურ განვითარების სტრატეგიაზე, ფაქტიურად არაფერი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით,  რომლის შესახებაც დადებითი შეფასება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.

სამწუხაროა,რომ ამა საკითხებზე ვერ მოვისმინეეთ ანალიზი  პრეზიდენტის  ანგარიშში, თუმცა დებატების პროცეშსი ვეეცდებით მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

რც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების შესახებ, ვერ დავეთანხმები მას.

მან არ ისაუბრა იმ დაპირებებზე,რომლებიც 2014 წელს მოსახლეობაას მისცა ქართულ ოცნებასთან ერთად.

ჩვენი მოლოდინი,რომ პრეზიდენტი სიღრმისეულ შფასებებს გააკეთებდა,სამწუხაროდ არ გამართლდა."

 მიუხედავად იმისა ,რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში საკმაოდ პირდაპირი და კრიტიკული იყო უმრავლესობი მისამაღთით, მისი ანგარიშით ბილომდე კმაყოფილი ,არც ოპოზიციური ნაწილი დარჩა.

" მთლიანად ვეთანხმები იმ პრობლემების არსებობაში პპეზიდენტს,რომელზეც დღეს ისაუბრა. თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი ,ამიტომ მე ვისურვებდი პრეზიდენტს უფრო მეტ და მწვავე პრობლემებზე ესაუბრა, მაგალითად იმ მძიმე ფაქტზე,რასაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების მოტაცება ჰქვია. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ასევე  ქვეყანაში გამეფებულ კრიმინალზე,რომელიც ყველა ოჯახს აწუხებს, კორუფციაზე,რომელიც ბრუნდება სახელმწიფოში,  იმ პრობლემებზე,რომელსაც ქმნის პოლიტიკური დევნა და არაფორმალური მმართველობა.

უნდა აღინშნოს თუ რამ მიიყვანა ქვეყანა აღნიშნული პრობლემებამდე, ვისურვებდი რომ პრეზიდენტი იყოს გულახდილი, არა მხოლოდ პრობლემების ჩამოთვლაში - არამედ შეფასებაშიც. უნდა აღიაროს რომ ქართულმ ოცნებამ მიიყვანა ქვეყანა ამ შედეგებამდე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია