დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აღნიშნა 2 მაისი პაოლო იაშვილმა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/02 01:00:31


 უკვე  2 მაისია, რაც იმას ნიშნავს,რომ  ქუთაისში საუკუნოვანი ტრადიცია "გვირილობა" მეორდება. ჩვენი რედაქცია შეეცადა  ამ ტრადიცული დღის წარსულიდან   საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები მოეძია. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.


ძმები პურადაშვილების წიგნი,რომელიც ქუთაისის იტორიას აღწერს, მოგვითხრობს ერთ  საინტერესო ისტორიას,რომელიც გვირილობის დღესასწაულს  უკვშირდება:

ქუთაისში ცხოვრობდა ერთი ქალბატნი, ელენე ბაქრაძე, რომელი ცისფერყანწელ პაოლო იაშვილს უყვარდა.   გვირილობის დღესასწაულზე ახლანდელ წითელ ხიდთან ჩამოუვლია ყვავილებით მორთულ ფაეტონს,რომელშიც ელენე ბაქრაძე მჯდარა.  პაოლო იაშვილს ეტლიდან ცხენი  მოხსია და თვითონ შებმია ფაეტონს და  ასე მიუყვანია წითელი ხიდიდან საღორიის ტყემდე ელენე ბაქრაძე.

ერთადერთი მისტიპიკაცია ქართულ ლიტერატურაში,რომელიც ელენე დარიანის სახელითაა ცნობილი,  სწორედ  ამ ამბავს უკავშირდება

 

შეგახსენებთ,  რომ გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც  ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია.   მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით  ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.  გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1787
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია