დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ასი დღის ანგარიში წარმოადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/30 15:42:11

 

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ასი სამუშაო დღის ანგარიში წარადგინა.

„საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ ქალაქში,თუმცა ორიენტირებული ვიყავით ძირითადად სოციალურ მიმართულებების კუთხით,ინფრასტრუქტურული მიმართულებით,ჩვენ აქტიურად ვაპირებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას,რათა ჩავაბაროთ ანგარიში, თუ რა გავაკეთეთ,რისკენ მივდივართ,ვასრულებთ ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებს,ჩვენ ვამკვიდრებთ იმას, რომ საარჩევნო ყველა დაპირება უნდა შესრულდეს.“- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ქუთაისის მერის  მოადგილე ნინო თვალთვაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: „დღეს წარმოვადგინეთ ასი დღის ანგარიში. მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ეს ანაგარიში ასახავს მხოლოდ ასი დღის სამუშაოებს,სამი ძირითადი მიმართულებით გაკეთდა აქცენტი ,ეს იყო სოციალური მომართულება ,ინფრასტრუქტურული სამუშაოები და კულტურულ_სახელოვნებო საქმიანობა,ეს მხოლოდ დასაწყისია ,წინ ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს.“

 

.მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა რიონის სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მისი თქმით,  მუშავდება პირობები, რის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს პროექტის შესაძენად ტენდერი,პროექტის შემსყიდველი ვინც იქნება ,მან უნდა დადოს სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. თვალთვაძის თქმით, მინიმალური,სავარაუდო ღირებულება დაახლოებით იქნება თხუტმეტი მილიონი,რომელსაც მუნიციპალური ფონდი დააფინანსებს.

 

ლიკა კაკუშაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია