საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ პირდება გიგი უგულავა გივი ჭიჭინაძეს "ვანურ-ხონურად, რწყილივით გატყავებას"?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/29 00:47:34

 

გიგი უგულავამ ვანისა და ხონის შუალედური არჩევნები შეაჯამა:


"მადლობა ყველას, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ ქართული ოცნება ისევ ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით და ძალიან ბევრი ფულით ახდენს არჩევნებზე მანიპულირებას, მაგრამ პირობას ვაძლევ ბატონ ჭიჭინაძეს, რომ ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი და რეალურად მოუწევს ზრუნვა ვანსა და ხონზე - გიგი უგულავა ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებს აჯამებს.

 

პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ვანელს და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო ნონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მხარი დამიჭირა, მენდო და მე ყველაფერს გავაკეთებ იმიშტვის რომ მათი ნდობა გავამართლო.

 

მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში, სადაც ქართული ოცნების ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული, ძირითადადათ ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია ქართული ოცნება არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ, მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით.

 

ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, რომ ჩვენ უფორ მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ, მაგალითად, ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც.

 

ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟრიტარული ოლქიდან. მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას, როგორც რწყილს, და არ გავატან ქონს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ აქაური ცხოვრება გაუჯობესდეს და ადამიანება იგრძნონ გაუმჯობესება. მე ყოველთვის დავრჩები ხონელების და ვანელების გვერდით. ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი კამპანია. მე მათ ნდობას ყოველთვის გავამართლებ."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია