დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედიასახლი "პოსტსკრიპტუმი" წიგნიერების საქველმოქმედო აქციებს განაგრძობს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/04/27 22:02:14

 

მედიასახლ  P.S. ("პოსტსკრიპტუმი")  უკვე მეოთხე წელია, პერიოდულად აწყობწიგნიერების საქველმოქმედო აქციას მზრუნველობამოკლებული ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახებისა თუ სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებისათვის. აქციის მთავარი დევიზია „წიგნი ყველა ბავშვს“.

 

 ამ აქციის უზრუნველყოფა იმ ბიზნესკომპანიების დამსახურებაა, რომლებიც საქველმოქმედო თანხას იღებენ წიგნების შესაძენად და ბავშვების გახარებისათვის.

 

ამ ოთხი წლის მანძილზე, აქციის ფარგლებში უკვე მივაწოდეთ მხატვრული ლიტერატურა  იმერეთის რეგიონში არსებულ რამდენიმე დღის ცენტრისა თუ დევნილთა სკოლის მოსწავლეებს, ასევე - მრავალშვილიან ოჯახებს.

 

ამჯერად, საგაზაფხულო აქციის  ფარგლებში კი მრავალფეროვანი მხატვრული ლიტერატურით გავახარეთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები და 100-ზე მეტი წიგნით გავამდიდრეთ სკოლის ბიბლიოთეკა.

 

ამ აქციის უზრუნველყოფაში ტრადიციული პარტნიორები დაგვეხმარნენ. კერძოდ, კომპანიები: „სარაჯიშვილი“, „თელიანი ველი“, "გლობალ ბიერ ჯორჯია", „თელავის ღვინის მარანი“, კორპორაცია "ქინძმარაული", „ტობე“, რესტორანი „პაოლო“.

 

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ლომიძემ, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ძალიან დიდი მადლიერება გამოხატეს ამ მოულოდნელი საჩუქრის გამო და გამოთქვეს სურვილი, რომ სამომავლოდ აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენს რედაქციასთან, სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტში.

 

მედიასახლს მომავალი აქცია ბავშვთა დაცვის დღისთვის აქვს დაგეგმილი და იმედი აქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ბიზნესკომპანია შმოუერთდებათ და მეტი ბავშვისა თუ სოფლის სკოლის მოსწავლეების გახარებას შეძლებენ!

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია