დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეკლამა
მილიარდერ ბილ გეითსის წარმატების ფორმულა მისივე ფრაზებით (R)
2018/04/26 21:02:41

 უილიამ ჰენრი გეითს მესამე გახლავთ ბიზნესმენი, ინვესტორი, მწერალი, ქველმოქმედი და მაიკროსოფტის კორპორაციის დამფუძნებელი.

 

მსოფლიო მას იცნობს ბილ გეითსის სახელითა და პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით.

2018 წლის ფორბსის მონაცემებით, მისი ქონება 90,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია იცის, რომ 62 წლის ბილ გეითს ქველმოქმედებაში უკვე დახარჯული აქვს 35 მილიარდი აშშ დოლარი.


მილიარდერი გეითსი დაქორწინებულია ქველმოქმედების სიყვარულით განთქმულ ქალბატონ მელინდა გეითსზე.

მათი ქორწინება უკვე თითქმის 25 წელს ითვლის და წყვილს ორი შვილი ჰყავს.


საკუთარ წარმატებაზე საუბრისას, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილას, ბატონ გეითსს არაერთი საინტერესო მოსაზრება დაუფიქსირებია.

წარმატებასთან დაკავშირებით, ბილ გეითსის მიერ ნათქვამ ფრაზებს შორის, გამორჩეულად საინტერესო გახლავთ შემდეგი ფრაზები:

„ნუ შეადარებთ საკუთარ თავს ნურავის, ამით თქვენ საკუთარ თავს შეურაცხყოფას მიაყენებთ.“


„რთული საქმის გასაკეთებლად ზარმაც ადამიანებს ვირჩევ, რადგან ზარმაცი ადამიანი ამ საქმის მარტივად გაკეთების გზას მოძებნის.“

„თუ ღარიბი დაიბადე ეს არ არის შენი დანაშაული, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები ეს შენი შეცდომაა.“


„წარმატების ზეიმი მშვენიერია, მაგრამ დამარცხებისას მიღებული გაკვეთილის გათვალისწინება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.“

„თქვენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებლები არიან უდიდესი ცოდნის მიღების წყარო.“


„მომავლის განვითარება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაბანდებთ ფულს ღარიბებში და არა მაშინ როდესაც ვაღწევთ ჩვენსას მათი ტანჯვის ხარჯზე.“

„მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ აჩვენებთ ხალხს პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გზას. ისინი იმოქმედებენ.“


„მემკვიდრეობა სულელური რამეა! მე არ მსურს მემკვიდრეობა.“


„ლექცია უნდა მიმდინარეობდეს ისეთ გარემოში, თითქოს ოჯახი ზის პიანინოს გარშემო და მღერის უმაღლესი ხარისხის კონცერტის დონეზე.“


„პირადად მე, მოხარული ვიქნები თუ ჩვენი ლიდერები საკუთარ ტექნოკრატიულ მიღწევებს ჩვენი უდიდესი პრობლემების მოგვარებისთვის გამოიყენებენ.“


ცნობისთვის, ბილ გეითსი გახლავთ ისეთი საინტერესო წიგნების ავტორი და თანაავტორი, როგორებიცაა:

·         The road ahead– ეს წიგნი 1995 წელს დაიბეჭდა და მას ბილ გეითსის გარდა კიდევ ორი ავტორი ყავს.

·         Business @ theSpeedofThought: Using a DigitalNervousSystem - რომლის ავტორიც ბილ გეითსი თანაავტორების გარეშე გახლავთ და რომელიც პირველი წიგნის გამოცემიდან 4 წლის შემდეგ გამოვიდა.

·         Plpr6: Business @ theSpeedofThought MP3 forPack - ეს წიგნი კი მსოფლიოს პირველმა მილიარდერმა გამოუშვა 2013 წელს.

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2249
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია